სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად იმყოფებოდნენ იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ექსკურსიაზე კასპში, ქვათახევის მონასტერში.
მოსწავლეებმა მოინახულეს ქვათახევის უძველესი სამონასტრო კომპლექსი, გაეცნენ მის ისტორიას, არქიტექტურულ თავისებურებებსა და კულტურულ მნიშვნელობას.
მონასტრის დათვალიერების შემდეგ მოეწყო პიკნიკი ბუნებაში, სადაც მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისთვის, ხოლო მშობლებს —აქტიური მხარდაჭერისათვის.



