სკოლა პოლიგლოტის ფრანგული ენის მასწავლებლები: ირმა ჭანკოტაძე და გვანცა არაბული დაესწრნენ საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
ეს ღონისძიება ფრანგულ-ქართული ურთიერთობებისა და მეგობრობის ნამდვილ განსახიერებად იქცა. სტუმრები მეგობრულმა, თბილმა და სტუმართმოყვარე გარემომ გააერთიანა.
სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საფრანგეთის საელჩოს ღონისძიებაზე მიწვევისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის. განსაკუთრებით ვაფასებთ საელჩოს მხარდაჭერას საქართველოში ფრანგული ენის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.




