26 სექტემბერი ენების ევროპული დღეა
სკოლა პოლიგლოტი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით შეუერთდა ამ დღეს.
კვირეულის განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა შემეცნებითი, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ “ენები გვაერთიანებს”. უცხო ენების ცოდნა გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის უცხო ენების კათედრას და მის პედაგოგებს : მირანდა ხუსკივაძეს, მარიამ ცაბაძეს, ქეთი კუპატაძეს, ეკა შუბითიძეს, გვანცა ქველაძეს, ირმა ჭანკოტაძეს და გვანცა არაბულს საინტერესო აქტივობებისათვის.




