კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

“პოლიგლოტის” პედაგოგები სამეცნიერო მეთოდურ კონფერენციაზე

2017 წლის 22-23 დეკემბერს შპს ,,პოლიგლოტის“ პედაგოგებმა ანა ჯავახიშვილმა, სოფიო ლიჩელმა და ელიზავეტა ზაზაძემ მონაწილეობა მიიღეს ,,პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის“ მიერ გამართულ რესპუბლიკურ სამეცნიერო – მეთოდურ კონფერენციაში-,,ინოვაციები და ტრადიციები თანამედროვე განათლებაში“. ,,პოლიგლოტის“ პედაგოგები გამოვიდნენ მომხსენებლებად. ელიზავეტა ზაზაძემ გააკეთა პრეზენტაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, ანა ჯავახიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა თემა: ,,მინდა სიკეთე მოვუტანო უსინათლო ადამიანებს და გავუნათო ცხოვრება“, რომელიც ეხება განსაკუთრებული საჭიროების ადამიანების პრობლემებს და გააცნო კოლეგებს სოფიო ლიჩელის უნიკალური პროექტი უსინათლოებისათვის ხატვის სწავლების ტექნოლოგიების შესახებ. ხოლო სოფიო ლიჩელმა ისაუბრა თავისი აღმოჩენების შესახებ და გააცნო საზოგადოებას ,,მხატვარი სახაზავების“ მეთოდიკა, ისაუბრა განათლების სისტემაში ინკლუზიური სწავლების პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე. კონფერენციაზე დამუშავებელი თემები დაიბეჭდა ჟურნალ ,,ინოვაციები და ტრადიციები თანამედროვე განათლებაში“და მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.