კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი

2017 წლის 21 იანვარს სკოლა „პოლიგლოტში“ გაიმართა საახალწლო ტურნირი ჭადრაკში II-III-IV კლასის მოსწავლეებს შორის. შეჯიბრებას მსაჯობას უწევდა სკოლა „პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელი , საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი, B კატეგორიის მწვრთნელი ნატალია მესხი . გარდა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებისა ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლიდან მოწვეული ბავშვები, თანრიგოსანი მოჭადრაკეები ნიკოლოზ ხოკერაშვილი და გიორგი ალიბეგაშვილი. მათ ერთდროული თამაშების სეანსები გამართეს თავიანთ უთანრიგო თანატოლებთან და მათ გამოცდილება გაუზიარეს . აღსანიშნავია , რომ ტურნირში მონაწილეობდა ყველაზე პატარა 5 წლის მოჭადრაკე ლილი გაბინაშვილი. სკოლა „პოლიგლოტის“ ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ : დ.მოსიაშვილი, ი, მჟავანაძე, ო. ბუჩუკური, ა. მოსიაშვილი .

ტურნირის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და დიპლომებით. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს მონაწილეების ინტერესის გაღვივებას და შემდგომ წარმატებებს ჭადრაკში.