კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ლიტერატურული კლუბის შეხვედრა

სკოლა “პოლიგლოტის” ლიტერატურული კლუბის წევრები შეხვედნენ ქართველ მწერალ იაკი კაბეს – ირაკლი კაკაბაძეს. შეხვდერას წინ უძღოდა მოსწავლეების დაინტერესება ჰაიკუებითა და მინიმალისტური პოეზიით.მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს მწერლის შემოქმედება, ახლახან გამოცემულმა კრებულმა სახელწოდებით “ამაღლების ქუჩა” მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და თავადაც გაუჩნდათ სურვილი შეექმნათ პოეტური ნიმუშები. შეხვედრა მკითხველებისთვის ამაღელვებელი იყო, პოეტს დაუსვეს კითხვები და დიდი ყურადღებით მოისმისენეს გულრწფელი და საინტერესო პასუხები. შეხვედრის ბოლოს სტუმარს წაუკითხეს თავიანთი დაწერილი ჰაიკუები.
დიდი მადლობა ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელს და სკოლა “პოლიგლოტის” ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მაიკო კვირკველიას საინტერესო პროექტისთვის ❤️❤️❤️❤️❤️