კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

სკოლა „პოლიგლოტის“ საჭადრაკო ჩემპიონატი.

♟️
🏅
🏆

სკოლა „პოლიგლოტში” ჩატარდა სკოლის პირველობა 12 წელს ზემოთ გოგონებსა და ვაჟებს შორის. მონაწილეობა მიიღო 36-მა მოჭადრაკემ, ისინი 9 ქვეჯგუფად გადანაწილდნენ და ვინც 3 ქულით გაიმარჯვა, პირდაპირ მოხვდნენ ფინალში, ხოლო 2 ქულიანებს დამატებითი შანსი მიეცათ, „დამაწყნარებელი“ ქვეჯგუფის სახით.

ფინალური ეტაპი წრიული სისტემით ჩატარდა და საბოლოო შედეგები ასეთია: ვაჟებში სკოლის ჩემპიონი გახდა ცოტნე მამფორია, მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს ლუკა კვარაცხელიამ და ზუკა კურტანიძემ, მეოთხე ადგილზე გაბრიელ ციხისელი გავიდა. გოგონების ჩემპიონი გახდა ნუცი მთვარელიძე, მეორე ადგილი დაიკავა ლიზი ბაშარულმა, მესამე-სოფი ბადრიძემ, მეოთხე-თინათინ ნიშნიანიძემ.

სუპერ-ჩემპიონობა ნუცი მთვარელიძემ დაისაკუთრა (მან ცოტნე მამფორიას სძლია). ტურნირს მსაჯობდა ნატალია მესხი. ღონისძიებამ მოჭადრაკეებში დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა გამოიწვია, უხვად დაგროვდა ფოტო მასალაც. 📸📸📸

სასკოლო ჩემპიონატმა, გარდა იმისა, რომ გამოავლინა ჩემპიონები და პრიზიორები, საშუალება მოგვცა შეგვერჩია სკოლის ნაკრების კანდიდატები სასკოლო ლიგა 2023-ის ეგიდით გამართულ პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის, რადგან თბილისის მერია, საკრებულო, სპორტის მართვის ასოციაცია და ჭადრაკის ფედერაცია ერთობლივად რამოდენიმე ტურნირის ჩატარებას გეგმავს, სპორტის აღორძინების მიზნით.

სკოლა „პოლიგლოტი“, მისი დირექტორის ქალბატონ მზია დაუშვილის ხელმძღვანელობით, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რესურსებითა და ინტელექტუალებით, მზადაა მომავალი პერიპეტიებისათვის და გამოწვევებისათვის.♟️🏅🏆⭐️✨🫶🏻