კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ულამაზესი დღესასწაული-დედის დღე

დადგა გაზაფხულის მზიანი დღეები,მხიარულად შემოგვცინა მარტმა, გაზაფხულის შემობრძანებას თან მოჰყვა ულამაზესი დღესასწაული-დედის დღე.⭐️🌹

დედა არის ის,ვის გარეშეც უფალმაც კი არ ინება ყოფნა, სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი ,უანგარო სიყვარულისა და სიხარულის გამზიარებელი. ✨💫

სკოლა -პოლიგლოტის 1 ა კლასის მოსწავლეებმა სითბოთი სავსე გულებით დაუვიწყარი საღამო მოუწყვეს დედებს ,,გაზაფხულია დედა !” უდიდესი სიყვარული , კეთილშობილება იგრძნობოდა თითოეული მოსწავლის ნათქვამ სიტყვებში, საოცარი გრძნობით შეასრულეს სიმღერები დედაზე.

დიდი მადლობა მშობლებს ზღვა სითბოსა და ყურადღებისთვის, მუსიკის პედაგოგს ანი ზაზაშვილს საოცარი მუსიკალური გაფორმებისთვის, ხელოვნების პედაგოგს სოფიო ლიჩელს. ✨💫🫶🏻

გილოცავთ ძვირფასო დედებო, ბედნიერი დედები გამყოფოთ უფალმა, დედის თბილ ხელებს, სხვანაირი მადლი დაჰყვება, ,, ის რაც დედას არ შეუძლია ,არ შეუძლია არავის! “✨💫🌸🌺🌷🌹❤️