კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

ინგლისურენოვანი სპექტაკლი მეოთხე კლასში

დაწყებითი განათლების კათედრაზე ზღაპრის კვირეული დაიწყო. მე-4 -გ კლასის უნიჭიერესმა ბავშვებმა ინგლისური ენის პედაგოგის, სალომე ქერაშვილის , ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ულამაზესი , კოსტიუმირებული სპექტაკლი შარლ პეროს ,,კონკიას“ მიხედვით. პატარებმა ლამაზად მოირგეს როლები და ნამდვილი მსახიობებივით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. მე-4-გ კლასელების ინგლისურენოვანი სპექტაკლის დებიუტი წარმატებით შედგა. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, სალომე ქერაშვილს, დაუღალავი შრომისა და ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის , მუსიკის მასწავლებელს ანი ზაზაშვილს – მუსიკალური გაფორმებისათვის და ძვირფას მშობლებს მშვენიერი კოსტიუმებით ღონისძიების უზრუნველყოფისა და თანამშრომლობისათვის.