კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

,,ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი სტილია“

სკოლა ,,პოლიგლოტში“, ტრადიციულად, დაიწყო საგაზაფხულო შიდსასკოლო სპორტული შეჯიბრებები .

ჩემპიონატის ლოზუნგია: ,,ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი სტილია“.

სკოლის ჩემპიონატის ფარგლებში ტურნირები გაიმართება : ფრენბურთში , მინიფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. ჩემპიონატი მიმდინარეობს სპორტის მასწავლებლის, დავით დავითურის, ორგანიზატორობითა და ხელმძღვანელობით.

24 მარტს ჩატარდა ტურნირი ფრენბურთში მე-8- მე-9 -მე-10 კლასის გუნდებს შორის .

I ადგილი დაიკავა მე-8 კლასის გუნდმა;

II ადგილი დაიკავა მე-10 კლასის გუნდმა;

III ადგილი დაიკავა მე-9 კლასის გუნდმა;

ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და ყველა მონაწილეს მოპოვებულ წარმატებას. ვუსურვებთ წინ სვლას, კიდევ მრავალჯერ განეცადოთ ძლევის დიდებით გამოწვეული სიხარული. მადლობას ვუხდით დავით დავითურს შესანიშნავი ღონისძიების ჩატარებისთვის და ასევე , მადლობა ყველა მონაწილეს სპორტულ შეჯიბრებაში ჩართვისა და ამაღლებული მოტივაციისათვის.🫶🏻🫶🏻❤️❤️