კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

შეხვედრა ცოცხალ ლეგენდასთან

🌟
❤️

სკოლა ,,პოლიგლოტში“ მოეწყო საიუბილეო შეხვედრა 90 წლის დამსახურებულ სახალხო არტისტთან, ცოცხალ ლეგენდასთან, ბატონ ლეო ანთაძესთან და საქართველოს ეროვნული ფილარმონიის დირექტორ ბატონ ლადო ხელაშვილთან.💫🎭 ბატონმა ლადომ წარუდგინა მოსწავლეებს არტისტი ლეო ანთაძე , ესაუბრა მათ მის მოღვაწეობასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. ხოლო ბატონმა ლეომ წაუკითხა მოსწავლეებს ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის, აკაკი წერეთლის და სხვათა ნაწარმოებები, ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე და უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. ბოლოს, დაუტოვა მოსწავლეებს ავტოგრაფები და გადაიღო სამახსოვრო სურათები. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და ემოციური.🎭✨🌟❤️სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდი სიყვარულით ულოცავს ბატონ ლეო ანთაძეს დაბადების დღეს , უსურვებს დღეგრძელობას, გამოულეველ ძალას, ენერგიას და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში.✨🫶🏻

დიდი მადლობა სკოლის ადმინისტრაციას ამ საინტერესო შეხვედრისთვის.🎭🫶🏻