კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

„გავაცოცხლოთ ცნობილ მხატვართა შედევრები“

20 მაისს სკოლა „პოლიგლოტის“ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა ქეთევან მაისურაძემ მერვე კლასის მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინა სახალისო პროექტი თემაზე: „გავაცოცხლოთ ცნობილ მხატვართა შედევრები“.🖼️🎭

პროექტის მიზანია მოსწავლეებმა განივითარონ წარმოსახვის, ფანტაზიის , შემოქმედებითი და სამსახიობო უნარები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ცნობილ მხატვართა ბიოგრაფიები. (ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, რემბრანდტი, ალბრეხტ დიურერი, იან ვერმეერი, ივანე კრამსკოი, ფრანცისკო გოია , ჟაკ ლუი დავიდი, ფიროსმანი და ლადო გუდიაშვილი) გაეცნენ მათ მიერ შექმნილ პორტრეტებს და ავტოპორტრეტებს, განასახიერეს, ინსცენირება მოახდინეს და მოირგეს როლები ემოციის, ხასიათის გათავისებით და წამიერი შთაბეჭდილებით ასახეს ფოტოგრაფიაში. 🎨🎭🖼️