კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ქართულ-ფრანგული ღონისძიება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 სექტემბერს გაიმართა ქართულ-ფრანგული ურთიერთობისადმი მიძღვნილი  ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ  სკოლა „პოლიგლოტის“ მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები. ღონისძიებაზე დასახელდა გონკურის პრემიის საქართველოს ლაურეატი და გაიმართა ფრანგული რენესანსის ოქროს მედლის გადაცემის ცერემონია.

    ღონისძიების დასასრულს გაიმართა პოეტ ნიკა ჯორჯანელიას ლექსების კრებულის – „ზაფხულის მოლოდინში“ – პრეზენტაცია. ლექსების კრებული ქართულიდან ფრანგულად თარგმნა პოეტმა ბორის ბაჩანა ჩაბრაძემ, რომელიც საფრანგეთიდან ერთვებოდა და ესწრებოდა ღონისძიებას. ჩვენმა  მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დაუსვეს წიგნის ავტორს, წაიკითხეს ლექსები ფრანგულ და ქართულ ენებზე, რამაც, როგორც ავტორის, ასევე მთარგმნელის დიდი ემოცია გამოიწვია. ჩვენმა მოსწავლეებმა  სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ მთარგმნელთან, ფრანგული რენესანსის ოქროს მედალოსანთან, ბატონ გიორგი ჟორჟ ეკიზაშვილთან.

     მოსწავლეებში აღფრთოვანება გამოიწვია ფრანგულმა ღონისძიებამ და იქ არსებულმა ფრანგულმა გარემომ, რის  გამოც  დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.

დიდი მადლობა სკოლა ,,პოლიგლოტის“ ფრანგული ენის პედაგოგებს, ქალბატონებს, ირმა ჭანკოტაძესა და გვანცა არაბულს, მოსწავლეების ასეთ საინტერესო პროექტში ჩართვისათვის.