კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

გასეირნება ძველ თბილისში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ ,,ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა“ კლუბის წევრები, ისტორიის მასწავლებელ თინათინ დორეულთან და ,,ეკოკლუბის“ წევრები გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო წამალაშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. მოსწავლეებმა მოინახულეს ანჩისხატის, მეტეხის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრები და ნარიყალას ციხე-სიმაგრე. გაიხსენეს და ისაუბრეს მათთან დაკავშირებული ისტორიები. ბავშვებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ძველი თბილისის ქუჩების ურბანულ განაშენიანებასა და თბილისის, როგორც ტურისტული ქალაქის მნიშვნელობაზე კავკასიაში.

დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ქალბატონ იასა და ქალბატონ ნინოს საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიის მოწყობისათვის.