სკოლა პოლიგლოტში წარმატებული და სასიხარულო ამბები არ გველევა.
თბილისის ჭადრაკის სასახლში გამართული ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა ჩვენი სკოლის მასწავლებელმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ინგა ხურცილავამ.
ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ქალბატონ ინგას და მომავალშიც ბევრ წარმატებას ვუსურვებთ.