21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა! მშობლიური ენა იდენტურობისა და მემკვიდრეობითობის დაცვისა და განვითარების უნიკალური ინსტრუმენტია.
სკოლა პოლიგლოტში ამ დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა თინა ეცადეიშვილმა და მელანო ჩოკორაიამ მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს ლიტერატურული ვიქტორინა. ვიქტორინაში გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
I ადგილი – გუნდი ,,მონდომებულები”.
II ადგილი – გუნდები: ,,ინტელექტი” და ,,წიგნიერი”.
III ადგილი – გუნდი ,,მკითხველები”
საუკეთესო კაპიტნის წოდება კი მიენიჭათ: მარიამ გვარამაძეს, ანი ქურდიანსა და ქეთი ვალაშვილს.
ვულოცავთ მათ ამ დამსახურებულ გამარჯვებას.












