კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: დისნეის აზროვნების 3 სკამი.

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: დისნეის აზროვნების 3 სკამი.

დისნეის სტრატეგია გამოიყენება მაშინ, როცა გჭირდებათ საკითხის/პრობლემის შემოქმედებითი გადაწყვეტა.

 მასტერკლასის მიზანი იყო მოსწავლეებს დახმარებოდა საკითხის გადაჭრის სხვადასხვა გზის მოძიებაში, რისკ ფაქტორების დამუშავებაში და სამოქმედო გეგმის შედგენაში.

ამ საინტერესო მეთოდით მოსწავლეები  ძალიან დაინტერესდნენ. მათ თავიანთ თავში უნდა აღმოეჩინათ და აქტიურად მოერგოთ მეოცნებეს, რეალისტისა და კრიტიკოსის როლები, რომელიც ნამდვილად კარგად გამოუვიდათ.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ ცირას ასეთი ნაყოფიერი შეხვედრისათვის.