კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-5 კლასის მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ, ირმა ჭანკოტაძესთან და დაწყებითი განათლების ხელმძღვანელთან, თეა ჯაღიაშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები:

•             გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე;

•             დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“;

•             ნახეს ანიმაცია და დიდი ინტერესი გამოხატეს ფრანგული კულტურის მიმართ.

•             დარეგისტრირდნენ ფრანგულ ბიბლიოთეკაში და გამოიტანეს სხვადასხვა ჟანრის საბავშვო საკითხავი წიგნები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ფრანგული მედიათეკის წარმომადგენელს, ქალბატონ ნინო შუბითიძეს გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისათვის.  ასევე ქალბატონ ირმას და თეას ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობისათვის.