კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-6 (ა) კლასის მოსწავლეების ვიზიტი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები:

  • გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე;
  • ნახეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“;
  • უყურეს ანიმაცია “ჩექმებიანი კატა” და ისაუბრეს მის შესახებ;
  • გაეცნენ ფრანგულ კულტურას და ტრადიციებს;
  • დარეგისტრირდნენ ფრანგულ ბიბლიოთეკაში და გამოიტანეს სხვადასხვა ჟანრის საბავშვო საკითხავი წიგნები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ფრანგული მედიათეკის წარმომადგენელს, ქალბატონ ნინო შუბითიძეს გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისათვის.