კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

პოდიუმი ,,აი ია”

სკოლა პოლიგლოტში ,,დედაენის” დღესთან  დაკავშირებით ჩატარდა პირველკლასელთა ღონისძიება – პოდიუმი ,,აი ია”.

 მოსწავლეებმა სამსახიობო  ნიჭითა და ოსტატობით დაამშვენეს წითელი ხალიჩა. ეს პოდიუმი სიმბოლურად დაამთავრეს სიმღერით ,,ქართული ანბანი”. სანახაობა იყო მიმზიდველი, სახალისო და შემეცნებითი.

ღონისძიების ავტორი გახლდათ სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ანა ზაზაშვილს (,,ქართული რემიქსები”; ,,მოდი  ვნახოთ ვენახი”),  პერფორმანსს კი უძღვებოდა სკოლის სასწავლო ნაწილი ეკატერინე სიორდია.

დიდი მადლობა კლასის დამრიგებლებს, უსაყვარლეს პატარებს და  მათ მშობლებს აქტიური მონაწილეობისა და თანამშრომლობისათვის.