კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეების ვიზიტი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.

 ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები: 

  • გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე; 
  • ნახეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“;
  •  უყურეს ანიმაციას “ჩექმებიანი კატა” და ისაუბრეს მის შესახებ;
  •  გაეცნენ ფრანგულ კულტურას და ტრადიციებს; 
  • დარეგისტრირდნენ ფრანგულ ბიბლიოთეკაში და გამოიტანეს სხვადასხვა ჟანრის საბავშვო საკითხავი წიგნები. 

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ფრანგული მედიათეკის მასპინძელს, ქალბატონ ნინო შუბითიძეს გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისათვის.