კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით შემუშავდა მწვანე კალენდარი.

 კალენდრის  მიხედვით 19-26 აპრილის ჩათვლით აღინიშნება  ეროვნული პარკების კვირეული, ხოლო 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დაცვის დღე.

სკოლა  ,,პოლიგლოტის” ეკოკლუბის წევრები აღნიშნული დღეების ფარგლებში იმყოფებოდნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში:

•           გაეცნენ ბაღის ისტორიასა და დანიშნულებას;

•           შეისწავლეს ბიომრავალფეროვნების სახეები;

•           ცნობიერება აიმაღლეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით;

•           გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთს, კერძოდ იმას, რომ გაუფრთხილდნენ ბუნებას და დაიცვან გარემო დაბინძურებისაგან.

მადლობა ეკოკლუბის ხელმძღვანელს, გეოგრაფიის მასწავლებელს, ქალბატონ ნინო წამალაშვილს, მე-6 (ბ) კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ნაზი ზაალიშვილს და მშობლებს ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის.