კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,თბილისი- ლონდონი”

სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა ქეთევან კუპატაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,თბილისი- ლონდონი”.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეღრმავებინათ ცოდნა ამ ორ ქალაქზე. ასევე განევითარებინათ: ტექსტზე მუშაობის, შედარების, მსჯელობის, დასკვნის გამოტანისა და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.

გაკვეთილის ბოლოს კომპლექსური დავალების ფარგლებში  მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები.

მადლობა მასწავლებლებს ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.