კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

მე-4 (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება გამოსაშვები ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეები მაყურებლის წინაზე წარდგნენ ძველი ქართული ფილმებიდან საინტერესო და სახალისო სცენებით, შეასრულეს ცეკვები და მუსიკალური ნომრები. შეაჯამეს განვლილი 4 წელი და ბოლოს სახალისო ლექსები მიუძღვნეს ერთმანეთს და მასწავლებლებს.

ღონისძიების დასასრულს კი სკოლისგან მოსწავლეებს სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები და სიგელები, შემდეგ კი მათ სკოლის ეზოში მხიარულ გარემოში აღნიშნეს დაწყებითი საფეხურის დასრულება,

დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს და კლასის დამრიგებელს ნინო ოქრუაშვილს და მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს.

სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.