კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

მე-6(ბ) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-6(ბ) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ძამას ხეობაში.

მოსწავლეებმა მოინახულეს ყინწვისის ტაძარი, სარკინეთის მამათა მონასტერი და ორთუბნის დედათა მონასტერი. ისინი გაეცნენ ოქროს ხანის ტაძრების არქიტექტურას.

ექსკურსია საკმაოდ გასართობი და შემეცნებითი იყო, მოსწავლეებმა დრო საინტერესოდ გაატარეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნაზი ზაალიშვილს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლიერებას გამოხატავს მშობლების მიმართ სასკოლო აქტივობებში აქტიური ჩართულობისათვის.