კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი აქცია

სკოლა ,,პოლიგლოტი“ ჩართულია eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში „Green Developers“, რომლის ფარგლებშიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაგეგმილია  სხვადასხვა  გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელება.  

ამ პროექტის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტი შეუერთდა მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილ აქციას, რომელიც ყოველწლიურად 20 სექტემბერს იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი იყო უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი, ინგლისურის ენის მასწავლებელი სალი ბოხუა. 

სკოლა პოლიგლოტის ადმინისტრაციამ მხარდაჭერისათვის მიმართა თბილსერვის ჯგუფს, რომლის დახმარებითაც შეირჩა დასასუფთავებელი ლოკაცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასუფთავების შემდგომ მათ უზრუნველყვეს ნარჩენების გატანაც, რისთვისაც  სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის თბილსერვის ჯგუფს.

აქციაში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, ასევე ეკოკლუბის წევრები.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორს, სალი ბოხუას, სკოლის სასწავლო ნაწილს, ანა ჯავახიშვილს, ეკოკლუბის ხელმძღვანელს, ნინო წამალაშვილს, მე-11 კლასის დამრიგებელ , მათემატიკის მასწავლებელ, ზურა შუბითიძესა და მოსწავლეებს ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისათვის.