კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

საერთაშორისო გამოფენა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში

სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრის ,,სფუმატო‘’ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გაიმართა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში. მათ გამოფინეს ულამაზესი ზამთრის პეიზაჟები და საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ავტორებს: ერნა წიფურიასა და ნინა ჩიხლაძეს.

ასევე განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხატვის წრის ,,სფუმატო‘’ ხელმძღვანელს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს.

გამოფენას ესწრებოდნენ სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები: ანა და სოფო მუმლაძეები, ნონა წამალაშვილი და სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელი თეა ჯაღიაშვილი. მადლობა კოლეგებს და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.