კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

სპექტაკლი ”სანტას ჯადოსნური მძივები”

სკოლა პოლიგლოტში დაიწყო წინა საახალწლო ღონისძიები.

ღონისძიებების ფარგლებში სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, მანო ჭანტურიძესთან ერთად დადგეს სპექტაკლი”სანტას ჯადოსნური მძივები” და სანტას ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურეს.

მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მოირგეს ზღაპრის პერსონაჟების როლი, გაითავისეს მათი ხასიათი, შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები და მაყურებელს საოცარი ემოციები აჩუქეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მანო ჭანტურიძეს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა, მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს, ინგლისური ენის მასწავლებელ მირანდა ხუსკივაძეს, ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულსა და პედაგოგ ნინო გოგოლაძეს გაწეული დახმარებისათვის. აგრეთვე გვინდა გამოვყოთ მშობლების აქტიური ჩართულობა და გვერდში დგომაც.