კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ღონისძიება “ახალი წელი საქართველოსა და ევროპაში”

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება “ახალი წელი საქართველოსა და ევროპაში”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი თამარ რიჟამაძე.

მოსწავლეებმა შეასრულეს თანამედროვე ჰიპ-ჰოპ ცეკვები, საახალწლო სიმღერები და ისაუბრეს საახალწლო ტრადიციებზე, თუ როგორი მრავალფეროვანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის სამზადისი, ასევე გაგვიზიარეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის საახალწლო ტრადიციები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა სკოლის სასწავლო ნაწილს ანა ჯავახიშვილს, ფსიქოლოგ თეა ჯაღიაშვილს, მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს, ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულსა და ინგლისური ენის მასწავლებელ ეკა შუბითიძეს გაწეული დახმარებისათვის. აგრეთვე გვინდა გამოვყოთ მშობლების აქტიური ჩართულობა და გვერდში დგომაც.