კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

კალიგრაფიის მასტერკლასი

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები კალიგრაფიის მასტერკლასს დაესწრნენ.

ერთდღიან მასტერკლასზე ბავშვები გაეცნენ ქართულ დამწერლობას, ულამაზესი დამწერლობით შექმნეს კალიგრამები, რომლებიც სამახსოვროდ დარჩებათ.

მოსწავლეები ეზიარნენ კალმისა და მელნის ხელოვნებას, იმოგზაურეს ძველ პერიოდში, გამოცადეს წერის სასიამოვნო და ჯადოსნურ პროცესი. მასტერკლასის ბოლოს კი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის კალიგრაფ რუსუდან ხორბალაძეს საინტერესო შეხვედრისთვის. ასევე მადლობა ღონისძიების ორგანიზატორ, ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიას და მასტერკლასში მონაწილე ბავშვებს აქტიური ჩართულობისთვის.