კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

შეხვედრა თემაზე: „შემოქმედება და ტექნოლოგიები“

სკოლა პოლიგლოტში გრძელდება პროფესორ ცირა ბარბაქაძის პროექტი – „ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უნარები და მომავლის პროფესიები“. პროექტის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა თემაზე: „შემოქმედება და ტექნოლოგიები“.

ვორქშოფის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის, შემოქმედებით პროცესებში ინტეგრაციის პერსპექტივების გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარების განვითარება.

პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ შეხვედრის შესავალში ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე შემოქმედებით საქმიანობაში და იმაზე, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს გააფართოოს ადამიანის წარმოსახვისა და ინოვაციის ჰორიზონტები.

ვორქშოფის მეორე ნაწილში მოსწავლეებმა შეასრულეს ინტერაქციული და სახალისო სავარჯიშო – „მეტაფორული ბარათებით.“ შემდეგ კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ChatGPT-ს იგივე დავალება მისცეს და განიხილეს პასუხები.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ, მხიარულ და შთამაგონებელ გარემოში, რაც მოსწავლეებს დაეხმარა არა მხოლოდ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში, არამედ ტექნოლოგიების მიმართ უფრო გახსნილი და ინტერესით სავსე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ცირა ბარბაქაძე ასეთი საინტერესო ვორქშოპის ჩატარებისათვის.