კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ინოვაციური ვორქშოფი – „შექმენი შენი ნოველა“

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ინოვაციური ვორქშოფი – „შექმენი შენი ნოველა“ – შემოქმედებითი წერა ChatGPT-სთან ერთად. ამ უნიკალურმა ექსპერიმენტმა გააერთიანა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და მოსწავლეთა ფანტაზია.

ვორქშოფის ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ ფენტეზური ნოველის შექმნის დავალება. თითოეულმა მათგანმა წინასწარ მომზადებული ინსტრუქციის მიხედვით 30 წინადადებიდან აირჩია მინიმუმ ხუთი წინადადება, რომელთა საფუძველზეც ააგო საკუთარი უნიკალური ისტორია.

შემდეგ მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები ჩატბოტს გაუზიარეს, სთხოვეს სათაურის შერჩევაში დახმარება და უკუკავშირი. მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე კი გადაამუშავეს თავიანთი ნოველები და განიხილეს ჯგუფში.

ვორქშოფის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი იყო ილუსტრაციების გენერირება – ChatGPT-თან ინტეგრირებული ვიზუალური ინსტრუმენტების მეშვეობით, მოსწავლეებმა თავიანთი ისტორიებისთვის შესაბამისი სურათები შექმნეს.

ამ აქტივობით მოსწავლეებმა გააძლიერეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები, გაიგეს, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს დახმარება და მიიღეს ახალი, ინოვაციური გამოცდილება წერაში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ცირა ბარბაქაძეს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვორქშოფის ჩატარებისათვის.