კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-7(ა) კლასი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-7(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები მუზეუმში ესწრებოდნენ საგანმანათლებლო პროგრამას ,,ქართული ანბანის თავგადასავალი”.

გაეცნენ უძველესი დამწერლობის შექმნისა და განვითარების ისტორიას, ქართული ანბანის სამ სახეობას, რომელიც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული ენის რეფორმების შესახებ, გაეცნენ ქართული შრიფტის შექმნის წინაპირობებს,ბეჭდური წიგნის უძველეს ნიმუშებს. იმსჯელეს მსოფლიოში გავრცელებული დამწერლობის სისტემებზე და დამოუკიდებლად შეასრულეს პრაქტიკული დავალება.

სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს საინტერესო შეხვედრისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის.