კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ოკუპაციის კვირეული

21-25 თებერვალს, სკოლა პოლიგლოტში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ისტორიის პედაგოგების თინათინ დორეულისა და ნაზი ზაალიშვილის ინიციატივით ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა.

მასწავლებლებმა აჩვენეს მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი დოკუმენტური ფილმები, ჩაუტარეს მინილექციები და წაიყვანეს მოსწავლეები იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად აგებულ მემორიალთან.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ისტორიის პედაგოგებს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისათვის.