კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

,,დედა სიცოცხლის შემოქმედია!’’

სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,დედა სიცოცხლის შემოქმედია!’’.

ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, ბავშვების შესრულებამ, გამოხატულმა სითბომ და მადლიერებამ დედებს განსაკუთრებული ბედნიერება მიანიჭა. ბოლოს კი დედები მოიხმეს სცენაზე, საგანგებოდ მომზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.