სკოლა პოლიგლოტში შედგა მორიგი შეხვედრა არაფორმალური განათლების ფარგლებში პროფესორ ცირა ბარბაქაძესთან თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტი და კრეატიულობა’’.
მოსწავლეებმა იმუშავეს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტებთან, რათა თავიანთი იდეები, ემოციები და ისტორიები ციფრულ ხელოვნებად ექციათ.
ფოტოები, ვიდეოები ანიმაციები-ეს იყო შემოქმედებითი პროცესი, სადაც მოსწავლეები ქმნიდნენ სიუჟეტებს, აცოცხლებდნენ ფანტაზიას, ხოლო შემდგომ ვიზუალურ ნამუშევრებზე დაყრდნობით ChatGPT-ს პატარა ემოციური ნოველებიც შეაქმნევინეს.
მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და ინტერესით გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი უნიკალური ნამუშევრები. შეხვედრის ბოლოს კი სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მზია დაუშვილმა, მოსწავლეებს შესთავაზა ამ ნამუშევრებიდან კრებულის შექმნა და გამოცემა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ცირა ბარბაქაძეს ასეთი შემოქმედებითი და ინოვაციებით სავსე შეხვედრისათვის.





