კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

წყლის საერთაშორისო დღე სკოლა პოლიგლოტში

სკოლა პოლიგლოტი უერთდება გარემოს მდგრადი განვითარების კონვენციას და სკოლაში ხშირად ტარდება საინტერესო ღონისძიებები.

ამჯერად მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად, „წყლის საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავად შექმნეს შემოქმედებითი პლაკატები.

მოსწავლეებმა ჯგუფებში მუშაობისას განიხილეს წყლის მნიშვნელობა, მისი როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში, ასევე იმსჯელეს, რატომ არის აუცილებელი მისი დაცვა და რაციონალური გამოყენება. მათ სხვადასხვა მეთოდით გამოხატეს თავიანთი იდეები – გამოიყენეს ნახატები, სიმბოლოები და საინტერესო გზავნილები, რომლითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი წყლის ფასდაუდებელ მნიშვნელობას.

„წყლის საერთაშორისო დღე“ ყოველწლიურად 22 მარტს აღინიშნება და მისი მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებით.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელ ნინო ჯვებენავას მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული საინტერესო ინიციატივისთვის.