კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

შემეცნებითი ექსკურსია ძველ თბილისში

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან და ისტორიის მასწავლებელ, ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ შემეცნებით ექსკურსიაზე ძველ თბილისში.

შემეცნებითი აქტივობა დაგეგმილი იყო თემატურად სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით. მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიო რელიგიებს და მოინახულეს თბილისში არსებული სხვადასხვა რელიგიის ტაძრები, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ტაძარი. კიდევ ერთხელ მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიების და ქართველთა ტოლერანტობის შესახებ.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს: ეკატერინე შუბითიძესა და ნაზი ზაალიშვილს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის. განსაკუთრებული მადლობა კი მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.