კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-9 კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავასთან ერთად ესტუმრნენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, სადაც დაიდგა ადოლფ ადენის საბალეტო წარმოდგენა ,,ჟიზელი’’.

მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ცოცხლად მოესმინათ და ენახათ ორკესტრი, ლევან ჯაგაევის დირიჟორობით და მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული ნომრები, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით. სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს თეატრის შენობა, გაეცნენ ზაქარია ფალიაშვილის მოკლე ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამთა ცანავას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.