სკოლა „პოლიგლოტი“ გახლავთ GCC-MALTA-ს (მალტის ქართული კულტურის ცენტრი) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რაც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობასა და ინტეგრირებას ევროპულ სამყაროში.
სკოლა პოლიგლოტისა და GCC-MALTA-ს ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს:
სკოლა პოლიგლოტში მალტის საგანმანათლებლო სისტემის ( დიდი ბრიტანეთის სწავლების მოდელი) საპილოტე ვერსიის დანერგვას;
მოსწავლეთა სემესტრული გაცვლითი პროგრამების განხორციელებას;
ექსკლუზიურ თანამშრომლობას მალტის საჯარო/კერძო ზოგადსაგანმანათლებლო და ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლებს ცენტრებს შორის;
მალტის რესპუბლიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების/პროექტების განხორციელაბას.