გვსურს გაგიზიაროთ სკოლა პოლიგლოტის მორიგი დიდი წარმატება
ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები — ლუკა სამხარაძე და ცოტნე ბრეგვაძე — წარმატებით გადავიდნენ GENIUS Olympiad-ის ფინალში და მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეებს შეეჯიბრებიან!
ოლიმპიადა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი მოსწავლეების ნიჭისა და შრომის დამადასტურებელი.
ვულოცავთ ლუკასა და ცოტნეს ამ დიდ წარმატებას!
გვჯერა, რომ მათ წინ უამრავი გამარჯვება და დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ !
ასევე, სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის STEAM კლუბს და მის ხელმძღვანელ მარიამ ხაჩიძეს გაწეული შრომისათვის.



