სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეებმა ალექსანდრე ახალკაცმა, ლიზი ბაშარულმა, ალექსანდრე გოგიშვილმა, ცოტნე მამფორიამ და თინანო ნიშნიანიძემ მიიღეს მონაწილეობა brains.Ge-ს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში „ტვინების ბრძოლა“ და მოიპოვეს თბილისის მასშტაბით I ადგილი, ხოლო საქართველოს მასშტაბით III ადგილი.
გამარჯვებული პოლიგლოტელები დაჯილდოვდნენ საზაფხულო ბანაკში დასვენების საგზურით.
სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ ამ წარმატებას და მომავალშიც უსურვებს წინსვლას.