კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

I (ა) კლასის ღონისძიება – “საახალწლო შეჯიბრი ნევერლენდში”

სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს ღონისძიება – “საახალწლო შეჯიბრი ნევერლენდში”.

საახალწლოდ ყველა განსაკუთრებულად ემზადება დღესასწაულისათვის, ნევერლენდშიც პატარა ელფები და პრინცესები ფუსფუსებენ, ფუთავენ საჩუქრებს, ალაგებენ და რთავენ ნაძვის ხეს. მას შემდეგ რაც ერთ-ერთ პრინცესას მოჰბეზრდება ფუსფუსი, ყველანი იყოფიან ორ ჯგუფად და ეჯიბრებიან ერთმანეთს ლექსებში, სიმღერებსა თუ ცეკვებში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს ასეთი სახალისო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.