კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

I (ბ)კლასის ღია გაკვეთილი – ,,ანბანის შემობრძანება”

სკოლა პოლიგლოტის I (ბ)კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაგდა ჩანქსელიანმა ჩაატარა ღია გაკვეთილი – ,,ანბანის შემობრძანება”.  თემატურად მოწყობილ საკლასო ოთახებში მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი მასალა სახალისო აქტივობებით.

წაიკითხეს წინასაანბანო პერიოდში ნასწავლი ლექსები და შეასრულეს თემატური სიმღერები. მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის შესახებ და გადასცა ხელნაწერი ბარათები ,,დედა ენაზე”.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაგდა ჩანქსელიანს ასეთი საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.