კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

IX კლასი სტუმრად სახვითი ხელოვნების მუზეუმში

სკოლა „პოლიგლოტის“ მე-IX  კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგთან ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში,  სადაც სკოლის მოსწავლეებისათვის შეიქმნა    საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია მომავალ თაობებს გააცნონ თანამედროვე ქართველი მხატვრები. მუზეუმში მოსწავლეები ჩაერთნენ საგანმანაღლებლო პროგრამაში ,,კალეიდოსკოპი“. პროექტის ავტორმა კოტე ბოლქვაძემ  ჩაატარა ტური ქართველ მხატვართა შემოქმედაბზე.

მოსწავლეებმა მოინახულეს მხატვრების: ირაკლი ფარჯიანის, აპოლონ ქუთათელაძის, ლევან ცუცქირიძის, ესმა ონიანის, ლევან ჭოღოშვილის, ნათელა იანქოშვილის, ესმა ონიანის და სხვა მხატვართა შემოქმედება.  პოლიგლოტელები ინფორმაციის მიღების გარდა ჩაერთნენ საგანმანათლებლო და ანალიტიკურ თამაშებში, რომელიც ინტერაქციული იყო  და  მოსწავლეებმა შეძლეს ანალიტიკური თამაშების დახმარებით  ახალი ინფორმაციის მარტივად დამახსოვრება.

დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან მაისურაძეს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.