პროგრამები

მოსწავლის გვერდი

ჩვენი სკოლის მისიით ვაძლიერებთ უცხოური ენების შესწავლას.

ინგლისური ენა

I – XII კლასი
კვირაში 5-6 საათი. სკოლა თანამშრომლობს ,,ინგლისური წიგნის სახლთან’’, რომელიც გვთავაზობს თანამედროვე, საერთშორისო პროგრმებს.

ფრანგული ენა

III კლასიდან VI კლასის ჩათვლით
კვირაში 3 საათი
VII-IX კლასში
კვირაში 2 საათი

რუსული ენა

V – XII კლასი
კვირაში 2 საათი.

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ფუნქციონირებს სწავლების სამი საფეხური

I საფეხური
დაწყებითი განათლების I–VI კლასები
II საფეხური
საბაზო VII-X კლასები
III საფეხური
საშუალო XI-XII კლასები

დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეებს სკოლა ,,პოლიგლოტი“ სთავაზობს გახანგრძლივებული დღის სწავლებას 9 საათიდან 18 საათის ჩათვლით ორჯერადი კვებით.

I კვება: საუზმე
10:30 — 11:00 სთ
II კვება: სადილი
14:00 — 15:00 სთ

დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეებს სკოლა ,,პოლიგლოტი“ სთავაზობს გახანგრძლივებული დღის სწავლებას 9 საათიდან 18 საათის ჩათვლით ორჯერადი კვებით.​

გახანგრძლივებული მეცადინეობის პერიოდში, გარდა იმისა, რომ მოსწავლეები სკოლაში ამზადებენ გაკვეთილებს, მათ დამატებით ყოველდღე აქვთ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, როგორებიცაა:

ეს ყოველივე მოსწავლეებს უფართოვებს თვალსაწიერს, უმაღლებს ინტელექტს და მათ ცხოვრებას უფრო ხალისიანს ხდის.

გახანგრძლივებული მეცადინეობისას მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. მეცადინეობა მიმდინარეობს წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით. თითოეულ ჯგუფს ჰყავს მასწავლებელი, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლეების უსაფრთხოებასა და ყველა გაკვეთილის სათანადოდ მომზადებაზე.

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ შემდეგ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურეობებს:

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურეობებს:

სკოლა ,,პოლიგოტი“ არის მალტის ქართულ კულტურის ცენტრის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რაც გულისხმობს გაცვლით პრაქტიკებს კუნძულ მალტაზე და მათ ჩართვას მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში.

გარდა ამისა, მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ოლიმპიადებში, პროექტებში, კონფერენციებსა და კონკურსებში. პედაგოგები მუშაობენ მოსწავლეებთან ჯგუფურად ან ინდივიდუალურად და ამზადებენ მათ შესაბამისი კონკურსებისათვის.

ასევე სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას, რისთვისაც სკოლაში ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების დეპარტამენტი, მის ფარგლებში სკოლას ჰყავს მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ სხვადსხვა ინოვაციურ, თანამედროვე, ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებულ ტრენინგებს, მასტერკლასებსა და ვებინარებს.

სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრები ატარებენ საქველმოქმედო აქციებს, შემეცნებით, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს.

საბოლოოდ, გვინდა აღვნიშნოთ , რომ ,,პოლიგლოტი“ მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ სკოლაში ბავშვები თავს გრძნობდნენ ბედნიერად. დაცული იყოს მათი უფლებები და სკოლაში სწავლის პერიოდი იყოს განსაკუთრებით საინტერესო , ნაყოფიერი, სწავლაზე ორიენტირებული და ხალისიანი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის სლოგანია: ,,ისწავლე სკოლა ,,პოლიგლოტში“ და შეიქმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომავალი “.