სკოლა პოლიგლოტის მეოთხე კლასის მოსწავლეები საქართველოს ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ.მათ დაათვალიერეს მუზეუმის ფონდებში შენახული ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის,კინოს,მუსიკისა და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა,გასაოცარი ფერწერული ტილოები,თეატრალური კოსტიუმები,მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საგამოფენო დარბაზში გამოფენილი ირმა კუსიანის პერსონალური გამოფენის ულამაზესი ნამუშევრები.მოსწავლეები სასახლიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ
სკოლა ,,პოლიგლოტის” მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმი , სადაც დაცულია ძველი ფოლკლორული ჩანაწერები,ფოტო,აუდიო და ვიდეომასალა, ასევე ნახეს ქართული ხალხური,აღმოსავლური,ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავების მრავალი ნიმუში. დიდ მადლობას ვუხდით მუზეუმის ადმინისტრაციას სკოლა “პოლიგლოტის,, სახელით მასპინძლობისთვის და მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს ამ შესანიშნავი ღონისძიებისთვის.❤️❤️
8 ივნისს სკოლა “პოლიგლოტში” გაიმართაპირველკლასელთა დასკვნითი ღონისძიება. ბავშვებმაწაიკითხეს ბევრი ლექსი, სიმღერები შეასრულესქართულად და ინგლისურად და გამოავლინეს დიდიცოდნა რომელიც მთელი წლის მანძილზე დააგროვეს. ისინი იყვნენ სადღესასწაულო ტანსაცმელშიგამოწყობილნი და ულამაზესად დადგმული ცეკვით დაასრულეს ღონისძიება. სკოლა პოლიგლოტიუსურვებს მათ ბედნიერ და ნაყოფიერ საზაფხულოარდადეგებს. დიდი მადლობა მათ პედაგოგებს მთელიწლის დაუღალავი შრომისთვის.
სკოლა პოლიგლოტის ხატვისა და სახვითი ხელოვნებისპედაგოგ სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობითგაიმართა დაწყებითი კათედრის მოსწავლეებისნამუშევრების გამოფენა
7 ივნისს სკოლა პოლიგლოტს ეკოკლუბის ორგანიზებით ეწვია დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის კონსულტანტი მარიამ ხუციშვილი, რომელმაც გააცნო ბავშვებს დაცული ტერიტორიების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია. პრეზენტაციის ბოლოს აჩვენა ვიდეო ხაფანგების მიერ გადაღებული მასალები ❤️ დიდი მადლობა მარიამს სკოლა პოლიგლოტში სტუმრობისათვის სა ეკოკლუბის ხელმძღვანელს , თამარ ტეფნაძეს შეხვედრის ორგანიზებისათვის
სკოლა „პოლიგლოტის“ ჭადრაკის წრის პირველკლასელების ჯგუფში, ნატალია მესხმა, ჩაატარა სასწავლო წლის შემაჯამებელი ფესტივალი. თითოეული მონაწილე ცდილობდა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება შედეგში აესახა. იგრძნობოდა თამაშისადმი დიდი ინტერესი და სიყვარული. ჭადრაკი ხომ აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით… Continue reading ჭადრაკის ფესტივალი პირველ კლასში
სკოლა “პოლიგლოტის” მესამე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე “Meet The Dinosaurs”. გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ პრეისტორიული ეპოქის ცხოველებს ( დინოზავრებს) და გაიმდიდრეს ინგლისური ენის ლექსიკური მარაგი თემასთან დაკავშირებით. ასევე შეასრულეს ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები მეტყველების ნაწილებსა და გრამატიკულ დროებზე გაკვეთილის ბოლოს. მოსწავლეებმა ნახეს შემეცნებითი ვიდეორგოლი თემასთან დაკავშირებით, წარმოადგინეს პრეისტორიული ცხოველების ინდივიდუალური ჩანახატები, შესაბამისი ინფორმაციული ტექსტებით.
დღეს სკოლა პოლიგლოტს ეწვია მარიამ მაისურაძე. იგი გაეროს განვითარების ფონდის ექსპერტია. მარიამი აგრეთვე მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში და არის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი . ქალბატონმა მარიამმა ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მათ მნიშვნელობასა და მიღწევებზე. პროექტში მონაწილეობნენ სკოლა პოლიგლოტის მე -7 , მე- 8, მე -9 კლასის მოსწავლეები. მათ მოამზადეს მოხსენებები შემდეგ საკითხებზე: ადამიანის ზოგადი უფლებები,… Continue reading მარიამ მაისურაძის ვიზიტი სკოლა “პოლიგლოტში”
მე-4 კლასში მათემატიკის მასწავლებელმა ნათია ქანთარიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,დრო, დროის საზომი ერთეულები,რა დროა? “ მოსწავლეებმა შეძლეს ზომის სხვადასხვა ერთეულის გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება, გაარჩიეს დღისა და ღამის საათები, გააკეთეს შესაბამისობები და ნახეს პრეზენტაცია. გაკვეთილი იყო საინტერესო და სახალისო. მადლობა ქალბატონ ნათია ქანთარიას პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.
დღეს სკოლა ,,პოლიგლოტის” მეორე კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში.მოსწავლეებმა დაათვალიერეს 112-ის შენობა, მოუსმინეს პრეზენტაციას თუ როდის და როგორ უნდა ისარგებლონ ამ სერვისით, მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში. . დღის ბოლოს მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. დიდი მადლობა 112-ის ადმინისტრაციას ასეთი საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიის მასპინძლობისათვის.
დღეს სკოლა “პოლიგლოტის ” მესამე კლასის მოსწავლეები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ყოფის ამსახველი კარ-მიდამოები. ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის იყო,მოსწავლეები სკოლაში შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ. დიდი მადლობა მათ დამრიგებელს , ქეთი ყუფუნიას ასეთი საინტერესო აქტივობისთვის❤️❤️❤️❤️❤️
სკოლა პოლიგლოტი დიდი სიყვარულით ულოცავს ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! უსურვებს მათ ულევ სიხარულს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას✨
დღეს სკოლა “პოლიგლოტში” ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ღია ცის ქვეშ წაიკითხეს ლექსები და სხვადასხვა ფერის ბუშტებით მიულოცეს მსოფლიოს ყველა ბავშვს 1 ივნისი
სკოლა “პოლიგლოტის” პირველკლასელებიც აღნიშნავდნენ ბავშვთა დაცვის დღეს
სკოლა “პოლიგლოტში” ბავშვთა საერთაშორისო დღეს მეორე კლასის მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ. მათ განახორციელეს რამდენიმე მხიარული და საინტერესო აქტივობა სუფთა ჰაერზე და შექმნეს ნახატი სახელწოდებით “როგორი ბავშვობა მინდა მქონდეს”.