სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად იმყოფებოდნენ ნინოშვილის მარანში. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრადიციული ქართული კერძების მატერკლასები: ხინკლის მომზადება; ხაჭაპურისა და ლობიანის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება. ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და დრო საინტერესოდ გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-9(ბ) კლასში ჩატარდა ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ქიმიაში, თემაზე: ,,მჟავა, ტუტე და მარილები – მათი თვისებები და პრაქტიკული დანიშნულება’’. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს. მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე გაარჩიეს ნაერთები კლასების, თვისებების, ფერის ცვლილებებისა და რეაქციების მიხედვით. ასევე დაადგინეს ხსნარების PH, ამოხსნეს ლაკმუსის ქაღალდის მუშაობის პრინციპი და… Continue reading ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი მე-9(ბ) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ)კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში თემაზე: ,,მცენარეები”. მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, გაიხსენეს ცოცხალი სამყაროს ოთხი სამეფო, დაასახელეს მცენარის ნაწილები და მნიშვნელობა, გამრავლების ტიპები და თავისებურებები, განასხვავეს მცენარეთა თესლები. დაადგინეს წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეებს შორის მსგავსება-განსხვავება, გაეცნენ მწერიჭამია მცენარეებს. უყურეს საინტერესო ვიდეო მასალებს, შეასრულეს არაერთი საინტერესო აქტივობა და მოსწავლეებმა სიღრმისეული ცოდნა გამოამჟღავნეს. სკოლა… Continue reading ღია გაკვეთილი მე-4 (ბ)კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში მაკა წურწუმიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი – წაკითხული ტექსტის გააზრება, გაგება ჭაბუა ამირეჯიბის ,,დროის ფასის’’ მიხედვით. მოსწავლეებმა გაიაზრეს წაკითხული ტექსტი, აღწერეს პესრსონაჟები, მოვლენები და ისაუბრეს მწერლის მთავარ სათქმელზე. გაკვეთილის შეჯამებისას კი გაიხსენეს ქართულ ენაში შესწავლილი გრამატიკული ნორმები, ტექსტში მოძებნეს საგნის აღმნიშვნელი სიტყვები, მიუთითეს ბრუნვები, ბრუნვის ნიშნები, ამოწერეს ზედსართავი სახელები და მოქმედების… Continue reading ღია გაკვეთილი მე-3 (გ) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასის მოსწავლეები მუსიკის მასწავლებელ, თამთა ცანავასთან და კლასის დამრიგებელ, მელანო ჩოკორაიასთან ერთად დაესწრნენ ოპერა ,,ტრავიატას” ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. საოპერო სცენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი სოლო, საანსამბლო და საგუნდო ნომერი, დინამიური საორკესტრო პარტია, რამაც მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის 1-ელ(ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,სათაგური”. სპექტაკლი მოგვითხრობს შობის ღამეს მომხდარ ისტორიას თაგუნების შესახებ, რომელიც სავსეა ერთგულებით, მეგობრობითა და თანადგომით. სპექტაკლი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შობის ღამეს სასწაულები ხდება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს, სოფიო შერმაზანაშვილსა და ნინო კიკაძეს კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასში ჩატარდა ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხელოვნებაში, გეოგრაფიასა და ისტორიაში თემაზე: გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”. მოსწავლეებმა ერთმანეთს დააკავშირეს სხვადასხვა საგნიდან მიღებული ცოდნა, გააანალიზეს ლექსი, ისაუბრეს ბეთანიის ტაძარზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, აღწერეს ბეთანიის გეომორფოლოგიური მდებარეობა და გარემო. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ… Continue reading ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი მე-11 კლასში
სკოლა პოლიგლოტის მორიგი საერთაშორისო წარმატება როგორც უკვე იცით, სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობდა eTwinning-ის 2 საერთაშორისო პროექტი: “Green Developers” და “Mosaic of Different Cultures: Cultural Exchange with eTwinning”, რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე ბოხუა ხელმძღვანელობდა. ამ პროექტების ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩვენი მოსწავლეები ჩართულნი. გვინდა დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ორივე პროექტმა მიიღო როგორც ეროვნული,… Continue reading საერთაშორისო წარმატება
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასში მაკა წურწუმიამ ჩაატარა ღია-შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის მიზანი იყო განვლილი მასალის შეჯამება. მოსწავლეებმა იმუშავეს არსებითი სახელის ბრუნვასა და ბრუნვის ნიშნების წინადადებებში სწორად გამოყენებაზე. ასევე, გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე -,,ჩემი პროფესია’’. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა,გ) კლასებში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები, ალგებრა და კანონზომიერებები ”. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, ღია გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამარყარება/შეჯამება. მოსწავლეებმა შეძლეს 100-ის ფარგლებში ანგარიში, თვლა და რიცხვების დასახელება. ასევე, მოცემული რიცხვის სათანრიგო ერთეულებად გაშლა, შედარება, ლუწი/კენტი რიცხვების გარჩევა, მოცემული რიცხვების დალაგება როგორც ზრდადობით, ასევე კლებადობით;… Continue reading ღია გაკვეთილი მე-3 (ა,გ) კლასებში
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად ესტუმრნენ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მუზეუმის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ნახეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სახლები: მეგრული, აჭარული, რაჭული, იმერული ოდები, საწნახლები, სამზარეულოები, ძველი სამუშაო იარაღები, ქართული, ტრადიციული სამოსი, ჭურჭელი და ძველი, ხის საოცარი ჩუქურთმებით დამშვენებული ავეჯი. ეს მუზეუმი არის ადგილი, სადაც დრო ჩერდება და საქართველოს ისტორია… Continue reading მე-4 (ა) კლასი ეთნოგრაფიულ მუზეუმში
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის დამრიგებელმა მაკა ცენგირაშვილმა დაგეგმა კლასგარეშე გასვლითი აქტივობა გარდენიაში. ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს „ნიადაგის“ თემის შესწავლა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ პრაქტიკულადაც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარდენიას ბაღი და იქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი მცენარეები, შემდეგ კი სახელოსნოში დაესწრნენ „მწვანე გაკვეთილს“ — შეღებეს ქოთნები, გააფორმეს და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილები, რომელიც სამახსოვროდ გადაეცათ მათ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading მე-2(ბ) კლასი გარდენიაში
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,არითმეტიკული მოქმედებები.” გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში და შეასრულეს მრავალი არითმეტიკული მოქმედება 100-ის ფარგლებში. ღია გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი დავალებებით, რომელსაც მოსწავლეებმა თავი შესანიშნავად გაართვეს და კარგი განმავითარებელი კომენტარებიც დაიმსახურეს. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,არითმეტიკული მოქმედებები”
სკოლა პოლიგლოტის მე-3(გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან და ფსიქოლოგ თეა ჯაღიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გარდენიაში. მოსწავლეებმა “მწვანე გაკვეთილის” ფარგლებში დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი, გაეცვნენ მცენარეთა მრავალფეროვნებას, მოისმინეს საინტერესო ლექცია ყვავილების მოვლა-გაფრთხილების შესახებ. მწვანე სახელოსნოში გაცრეს და შეაზავეს მიწა, მოხატეს ქოთანები და თავად ჩარგეს ქოთანში ყვავილები, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს შემოქმედებითი… Continue reading მე-3(გ) კლასი გარდენიაში
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასში გურანდა ხუსკივაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაჯამეს არჩილ სულაკაურის პროზაული ნაწარმოები ” ბიჭი და ძაღლი”. ისაუბრეს და იმსჯელეს მნიშვნელოვან თემებზე. ასევე, ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის გურანდა ხუსკივაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.