სკოლა პოლიგლოტში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარდა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული სწავლების პირველი ეტაპი. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპები და საფუძვლები, ასევე ახალი კანონით დადგენილი რეგულაციები. სკოლა პოლიგლოტი აქტიურად ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვასა და ამ კუთხით უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
გიზიარებთ იმ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალს, რომლებიც დაგჭირდებათ 2024-2025 სასწავლო წლისათვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური და ფრანგული ენების სახელმძღვანელოები არ არის ჩამონათვალში მითითებული, რადგან მათ შეძენას სკოლაში შეძლებთ. სკოლა თანამშრომლობს გამომცემლობებთან და აღნიშნული წიგნები თქვენთვის სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. სახელმძღვანელოების ჩამონათვალი კლასების მიხედვით: I კლასი 1.ქართული ენა და ლიტერატურა – ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ლალი ვაშაკიძე,… Continue reading სახელმძღვანელოები 2024-2025 სასწავლო წლისათვის
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად იმყოფებოდნენ მარტყოფში, სადაც მათ მოინახულეს მარტყოფის ღვთაების მონასტერი. ვიზიტის შემდეგ მოაწყვეს პიკნიკი მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის გურანდა ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის. სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის 3(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ანა ნიჟარაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში, ნინო წმინდის დედათა მონასტერში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნინო წმინდის დედათა მონასტრის გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი. შემდეგ მოაწყვეს პიკნიკი, სადაც მათ დრო საინტერესოდ გაატარეს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი თამაშებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა ნიჟარაძეს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლიერებას გამოხატავს… Continue reading მე-3(ბ) კლასის ექსკურსია
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად იმყოფებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, სოფელ ვარიანში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მწერლის სამუშაო ოთახი, ძველი ნივთები, საკლასო ოთახი, მოისმინეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია მისი ბიოგრაფიიდან. მუზეუმის მონახულების შემდეგ მოაწყვეს პიკნიკი მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის. სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ… Continue reading მე-2 (ა) კლასის ექსკურსია