სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასში დამრიგებელმა ანა მუმლაძემ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი აქტივობა განახორციელა.
აქტივობის მიზანი იყო ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა, მისი ღვაწლის დაფასება.
მოსწავლეებმა უყურეს ვიდეომასალას მწერლის ბიოგრაფიის შესახებ. ასევე შეასრულეს შემოქმედებითი დავალება — დაწერეს წერილები, რომლებშიც საკუთარი ემოციები, შთაბეჭდილებები და დამოკიდებულება გამოხატეს მწერლის მიმართ.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებისათვის.
